სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
