მოლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე პროკურატურასთან სეკრების ხალხს მიმართავს.
მისი თქმით, მას პოლიციამ გარდაცვლილი შვილის ტელეფონიდან საფლავის ქვისთვის ფოტოებიც კი არ მისცა, მაშინ როდესაც მკვლელობის დამკვეთი გოგონას ტელეპოფი დღემდე არ არის გახსნილი.
“იცით ხალხო რა მაყვირებს? მე ჩემი შვილის საფლავის ქვაზე იცით რა სურათი მაქვს? თანაკურსელებმა ვიდეო რომ გამომიგზავნეს, იქიდან დავიჭირე კადრი და ის სურათი მაქვს. იმიტომ რომ ჩემი სპეტაკი შვილის ტელეფონი პოლიციაში ვნახე და ამ დროს გახსნილი არ არის მკვლელობის დამკვეთი. ნია იმნაძის ტელეფონი გახსნილი არ არის და ჩემი შვილის ტელეფონიდან მისი სურათი ვერ ამოვიღე. პოლიციის უფროსს ვთხოვე – ხელში არ მომცეს ტელეფონი. გადმომიგზავნეთ გიგას სურათები, რომ საფლავის ქვაზე დავიტანო-თქო… იქნებ მე მინდოდა ჩემი შვილი, იქნებ არ მემეტება იმისთვის, რომ ის ახლა იხრწნება… ნახეთ როგორ დავკრძალე ჩემი შვილი, გამოღრუტნული თავით მიწევს ჩემი გენიოსი… ეს არის გიგას თავის ქალა… მე დღევანდელ სასამართლო პროცესს სხვა კუთხითაც შევეხები, ის რომ მიხეილ კუპრაშვილი იყო დღეს სასამართლო პროცესზე, მართლაც ჩემთვის სახეში შეფურთხებაა”
