“ეს ტერორისტები ისევ ვაჭრობენ ბაჩოსთან ჩემი თავისუფლებით” – დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას, მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც პროკურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მისი [ანი ნადარეიშვილის] სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.
მისი თქმით, მან დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ოფიციალურად მოითხოვა მისი სამართლებრივი სტატუსი.
“ეს ტერორისტები ისევ ვაჭრობენ ბაჩოსთან ჩემი თავისუფლებით. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, ამათ ყველა თავისნაირი ჩმორი გონია.
დღეს (ვინაიდან დღემდე საახალწლო საცივში ქონდათ თავი და პროკურატურას დიდი ბოქლომი ედო) ოფიციალურად შევიტანე პროკურარურაში განცხადება სადაც ვითხოვ ჩემს სამართლებრივ სტატუსს, ამ პროკურორმა – თამარ ბეჟუაშვილმა რაც იბლუყუნა, მაინტერესებს იმას ფურცელზე როგორ გადმოიტანენ და რომელ კანონს და მუხლს მიუთითებენ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით: ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მას ოფიციალურად წარედგინა ბრალდება.
სანამ ეს დადგენილება არ არსებობს — ბრალდებულის სტატუსი არ არსებობს!!!” – წერს ანი ნადარეიშვილი.
