ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვეტილებას და აშშ-ის არმიის გაბედულ ქმედებას ვენესუელაში – აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“არსებობს გლობალური ბრძოლა ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ თავისუფლებასა და პროგრესს და ძალადობრივ ქვეყნებს შორის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მსოფლიო წესრიგს“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელსა და აშშ-ს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმდებიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის და ტრამპი არ დაუშვებენ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრიის აღდგენას.
