Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც…” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე

December 30, 2025
“თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც…” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე

“სასამართლოს ჩატარება არ უნდათ. ასეთი რამ არ მინახავს. მეხუთე თვე დაიწყო და სასამართლო ვერ ჩავატარეთ. თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც”, – ასე გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ბრალდებული პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი მისი სასამართლო სხდომის გადადებას.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია „მართლსაჯულება დადგეს სწრაფად“, რადგანაც დასამალი არაფერი აქვს.

„პროკურორი იმას კი არ მედავება, რომ მე რამეს ჩუმად ვაკეთებდი, დანაშაული ჩავიდინე თუ არა. თვენახევარი გადამიდეს სასამართლო იმის გამო, რომ თურმე უნდა დაედასტურებინათ, ეთერში როცა ვიყავი, ნამდვილად მე რომ ვიყავი. ანუ მე რომ მე ვიყავი, ამის გამო თვენახევარი საკანში მამყოფეს. ახლაც მივიდა პროკურორი და ამბობს, გადავდოთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბოლო ბოლო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს მალე უნდა მოხდეს. არ მაქვს ბატონო [პრეტენზია] სადავოობაზე, ჩემი სატელევიზიო განცხადება არის ჩემი სატელევიზიო განცხადება. საერთოდ, საჯარო პოლიტიკურ განცხადებას რომ განიხილავთ აქ, ეს არის დიდი უბედურება. თქვენ რომ მედავებოდეთ, ჩუმად რაღაც გააკეთეო, მაშინ მე ვიტყოდი, ან „კი“-ს ან „არა“-ს, მაგრამ არ მედავებით რამეს ჩუმად კეთებას და ტელევიზორში რაც ვილაპარაკე თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის. რამე კი არ დამიმალავს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს სასამართლო პროცესები. ხომ შეიძლებოდა ის გდდ-ს თანამშრომელი მოგეყვანათ დღეს? ჩემი თხოვნაა, რომ სწრაფად დავიწყოთ განხილვა. 4 თვეა წინ ვერ წავიწიეთ, გაგვასწრო 3 თვით ადრე დაწყებულმა საქმეებმა. საქმე იმაშია, რომ ვერ გავმტყუნდები, მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება არის თუ არა დანაშაული, ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული. არ ვიცოდი, რომ ივნისში გაკეთებულ განცხადებაზე სექტემბერში დამიჭერდით, რას ელოდებოდით, კაცო?!“, – განაცხადა ხაბეიშვილმა პროცესზე.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც…” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ოთარ ფარცხალაძის საქმე 32-ტომიანია სადაც მხოლოდ 3 მოწმის ირიბი ჩვენებაა” – გაგი მოსიაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge