Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“2025 წელს დავინახეთ რომ ოცნებაში არიან არა მხოლოდ კორუფციონერები არამედ მკვლელებიც” – ირაკლი კუპრაძე

December 30, 2025
“ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა ” – ირაკლი კუპრაძე

“მომავალი წელი ყოფილიყოს ისეთი, სადაც თანამოაზრეები ერთმანეთს არ ეკინკლავებოდნენ, მიუღებელი ფორმით არ აკრიტიკებდნენ და არსებობდეს ის ძირითადი შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს შესაძლებლობას, შემოიტანოს გათიშვა და დაყოფა – ლანძღვა წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ფოკუსი გავასწოროთ ყოველდღიურ წინააღმდეგობაზე”- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” 2025 წლის შეფასებისას და 2026 წლის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია.

„მომავალი წელი ყოფილიყოს ისეთი, სადაც თანამოაზრეები, რომლებიც ძირითადზე ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი გუდავს საქართველოში თავისუფლებას, დემოკრატიას და სამოქალაქო ინტერესებს (თავის მხრივ, აქეთ დგას თავისუფლების მსურველი საზოგადოება), ერთმანეთს არ ეკინკლავებოდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ, აკრიტიკებდნენ მიუღებელი ფორმით და არსებობდეს ის ძირითადი შეთანხმება, თუნდაც სტრატეგიულად, მინიმალური განსხვავებით, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს შესაძლებლობას, რომ შემოიტანოს გათიშვა და დაყოფა. „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები თუ მედია ერთმანეთის ლანძღვაში ატარებს დროს. ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს და ფოკუსი უნდა გავასწოროთ ყოველდღიურ წინააღმდეგობაზე, მათ შორის ქუჩის პროტესტი, საგარეო ველზე მუშაობა – ყველას ჩვენი როლი და წვლილი გვაქვს ამ საქმეში“ – აღნიშნა კუპრაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, არ ეთანხმება ანალიტიკოსების შეფასებებს, რომ „ოპოზიცია არის დასუსტებული, დაყოფილი, დემორალიზებული, დაქსაქსული“.

კუპრაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს უფრო აქტიური საქმიანობისთვის შებოჭილი აქვს ხელები და არავის აქვს უფლება თქვას, რომ „ლელო“ ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, რაიმე პროცესში უკან იხევს.

„არ ვეთანხმები ამ შეფასებებს. ის, რომ ოპოზიციის ნაწილს შებოჭილი აქვს ხელები უფრო აქტიური საქმიანობისთვის, დამოკიდებულია იმაზე, რომ რეპრესიული მანქანა ბევრად უფრო ძლიერად არის ამუშავებული, თუმცა ვერავინ იტყვის და არავის აქვს უფლება თქვას, არც ობიექტურად, არც მორალურად, რომ მაგალითად, „ლელო“ ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, უკან იხევს რაიმე პროცესში. თითქმის ყველა ლიდერზე ან აღძრულია ახალი საქმე, ან იმყოფებიან პატიმრობაში, მათ შორის, გახარია დევნილობაშია და ა.შ. არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ოპოზიციური და რომელიც თავისუფლად ოპერირებს. ამ პროცესში შეუძლებელია ვთქვათ, რომ პარტიები არ ცდილობენ, არ იბრძვიან და არ აქვთ სურვილი და მზაობა, ხელისუფლება შეიცვალოს. თავის მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ რესურსული მძიმე კრიზისია. პარლამენტში არშესვლით თავის მხრივ, ჩახსნა საბიუჯეტო დაფინანსება, უფასო სარეკლამო მხარდაჭერა და ა.შ. ბევრი წინააღმდეგობა წამოვიდა იმ პრინციპული გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მივიღეთ,“ -განაცხადა კუპრაძემ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩანან ბოლო პერიოდში, საზოგადოების წინაშე მისი პარტიის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და აღნიშნა, რომ „ისინი აქტიურად არიან ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში“.

კითხვაზე, მათი არგამოჩენა, პოლიტიკიდან წასვლის განწყობას ხომ არ უნდა აჩვენებდეს, კუპრაძე პასუხობს, რომ „არა“.

„არა. მამუკა და ბადრი არიან ბრძოლის ველზე. ისინი არიან წინააღმდეგობაში. ბადრი ჯაფარიძე იმყოფება საქართველოში, მამუკა ხაზარაძე საგარეო ვიზიტში. ისინი აქტიურად არიან ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის ის, რომ პარტიული ინფრასტრუქტურა, წევრები, მხარდაჭერები იმყოფებოდნენ სრული მხარდაჭერის პირობებში,“ – აღნიშნა კუპრაძემ.

რაც შეეხება იმას, რა დაინახა და გაიგო საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ შესახებ 2025 წელს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არიან არა მხოლოდ კორუფციონერები, მძარცველები, მექრთამეები, არამედ მკვლელებიც.

კუპრაძის თქმით, ივანიშვილს კრიმინალური მენტალობის გარემოცვა ჰყავს და როცა აღარ არიან საჭირო, მათ იშორებს, პოლიტიკურად აფუჭებს და ანადგურებს.

მისივე თქმით, კახა კალაძეს უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი მასაც წინასწარ „ჩამოაჭრის ფრთებს“.

„2025-მა წელმა შესაძლებლობა მოგვცა, მოსახლეობა დაგვერწმუნებინა, რომ რასაც აქამდე ვსაუბრობდით, სიმართლე იყო. მაგალითად, ვსაუბრობდით ღარიბაშვილზე და მის კორუფციულ სქემებზე და აღმოჩნდა სიმართლე. ვსაუბრობდით, რომ ლილუაშვილი იყო „ქოლ-ცენტრების“ მფარველი და კორუფციაში ჩაფლული. ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ახლა „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით. ეს ამბავი ფარცხალაძით დაგვირგვინდა. ამ გუნდში არიან არა მხოლოდ კორუფციონერები, მძარცველები, მექრთამეები, არამედ მკვლელებიც. ოთარ ფარცხალაძე არის მკვლელობის დამკვეთი პირი. თავადვე ადასტურებენ ამას. ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას და შემდეგ ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების თავიდან არიდების მცდელობას, ლამის ქართული საფინანსო სისტემის ჩამოშლა მოყვა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ივანიშვილს კრიმინალური მენტალობის გარემოცვა ჰყავს და მის გადასარჩენად ის რაღაც მომენტში, კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს და მეორე მხრივ, როცა აღარ არიან საჭირო, მათ იშორებს, საჯარო სივრცეში პოლიტიკურად აფუჭებს და ანადგურებს. სამწუხარო მოცემულობაა, საერთოდ არ მაქვს გამარჯვებულის განცდა, ვერ ვიტყვი „ხომ მართალი ვიყავი“, რადგან ქვეყანა ზარალდება ყველა პროცესში, მაგრამ ბოლოს მართალი აღმოვჩნდებით ივანიშვილთან მიმართებაშიც, კალაძესთან მიმართებაშიც, კობახიძესთან მიმართებაშიც, რომლებიც ასევე არიან ჩართული კორუფციის ფერხულში. კახა კალაძეს, რომელიც ყველა მძიმე გადაწყვეტილებასთან კავშირშია, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი მასაც წინასწარ ჩამოაჭრის ფრთებს,“ – განაცხად კუპრაძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე, შეაფასა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადება, რომ ემიჯნებიან „საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას“ და აღნიშნა, რომ ჯაშუშობისთვის დასანქცირებულ ფარცხალაძეს მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა და შეუძლებელია, რომ ეს ადამიანი და მისი დანაშაულები არ იქნეს განხილული პოლიტიკურ ასპექტში.

„შეიძლება ოთარ ფარცხალაძეს კიდევ აქვს იმედი, რომ ივანიშვილთან შეძლებს დალაგებას და შეძლებს იმ დანაშაულების გამოსყიდვას, რომელიც მას პერსონალურად ივანიშვილთან აქვს. ივანიშვილს არ ადარდებს მისი გარემოცვის მხრიდან არც ერთი კრიმინალური ნაბიჯი, მას ადარდებს თავისი პერსონალური ინტერესები. ფარცხალაძე ამ საქმეს პოლიტიკას ვერანაირად ვერ გამოაკლებს. ის პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯაშუშობისთვის სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს გადაეფარა მთელი „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი. იმისთვის, რომ ეს სანქციები არ გავრცელებულიყო ფარცხალაძეზე, ლამის საფინანსო სისტემა ჩამოშალეს. შეუძლებელია, რომ ეს ადამიანი და მისი დანაშაულები არ იქნეს განხილული პოლიტიკურ ასპექტში“ – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოთარ ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთშისაქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა ლევან ჯანგველაძე ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან საფრთხეს გრძნობდა რადგან ბიზნესის გამო იყო დაპირისპირებული” -ლევან ვეფხვაძე
  • ალექსანდრე ლუკაშენკომ საახალწლოდ 22 პატიმარი შეიწყალა
  • ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში 4 მილიარდი დოლარით შემცირდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge