Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დადასტურდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო” – ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

December 29, 2025
“დადასტურდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო” – ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

დადასტურდა, რომ [ჯანგველაძის] მკვლელობა ნამდვილად შეკვეთილი იყო და მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, პირი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული უთანხმოება და დაპირისპირება ლევან ჯანგველაძესთან,- ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება.

ადვოკატის თქმით, გამოძიების პერიოდში, ფარცხალაძეს გამოსაკითხად „არც კი იბარებდნენ“.

მისივე შეფასებით, რამდენიმე თვის განმავლობაში „მიმდინარეობდა არა გამოძიება, არამედ საქმის ჩაფარცხვა“.

„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ნამდვილად ჩატარდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც აქამდე რატომღაც არ ატარებდნენ. არაერთხელ მითქვამს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა არა გამოძიება, არამედ საქმის ჩაფარცხვა. ვამბობდით, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, შემსრულებლები და არაერთი პირი იყო ჩართული აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნამდვილად, ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი და მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, პირი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული უთანხმოება და დაპირისპირება ლევან ჯანგველაძესთან.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, აქამდე არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, პირადად მე, გამიკრიტიკებია პროკურატურა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არც კი იბარებდნენ გამოსაკითხად. მისი გამოკითხვის ოქმიც კი არ იდო მთელი ამ დროის განმავლობაში საქმეში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება მიუთითებდა მის სავარაუდო მონაწილეობაზე ამ დანაშაულში.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნამდვილად დადასტურდა ის ეჭვები და ვარაუდები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ისინი გამართლებულია და ჩვენ სწორ ინფორმაციას ვაწვდიდით საზოგადოებას მთელი ამ დროის განმავლობაში.

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აღნიშნული ბრიფინგი [შსს-ში]. ოჯახთან ჯერჯერობით კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ყველა განცხადება, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია იმ პირთან, რომლის ინტერესებსაც მე წარმოვადგენ.

ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი იმყოფება რუსეთში, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს მის დაკავებას, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე არაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, შსს-ის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე” – ხატია დეკანოიძე
  • ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება
  • “ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება” – ლევან იოსელიანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge