ბაჩო ახალაიას ადვოკატები ამ წუთებში სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატები პატიმრობის შეცვლას გირაოთი მოითხოვენ.
სააპელაციო სასამართლოს 72 საათი აქვს იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ადვოკატებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმეში არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებებიც არ არსებობს.
მათივე თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ახალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა ჰქონდეს შეფარდებული.
ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას გამოიყენებენ, რათა შემდეგ საქმე ევროსასამართლოში წაიღონ.
გავასაჩივრე, როგორ პირველ ინსტანციაში ვითხოვდი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, მტკიცებულებების არარსებობის გამო, სწორედ ეს არის საფუძველი მისი გასაჩივრების. ბევრი დარღვევაა საქმეში, მათ შორის ის გარემოებები, რომ ბაჩანა ახალაიამ განაცხადა მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე, რაც სასამართლოს მიოერი რეაგირების გარეშეა დატოვებული. ასევე სხვა დარღვევებზე – როგორიც იყო ანი ნადარეიშვილის დარბაზიდან გაყვანა, ბრალდებულის სტატუსის მქონე პირის, თითქოს მოწმე იყო. დეტალებს ვერ გეტყვით, იმის გამო, რომ გაუთქმელობაზე გამაფრთხილეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, არანაირი ჩვენება არ არსებობს. არის მხოლოდ 2 ინტერნეტპროვაიდერიდან ერთმანეთთან კომუნიკაცია, ისიც სავარაუდოა. არ იციან სახე ამ კომუნიკაციის, იმ ვაიფაი მოდემზე ვინ იყო დაკავშირებული და ისიც კი არ იციან, აქეთ მხარეს ვინ საუბრობდა. ფიზიკურად, ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არის ძალიან პატარა, მასზე კვლევები დიდ დროს არ საჭიროებს, შესაბამისად, მარტივი დასადგენია. თუმცა, ასე არ იქნება, რადგან ეს ჩვენი სასარგებლო დასკვნაა, თუ ა გააყალბეს, ხოლო თუ გააყალბეს, საქართველოს გარდა, უამრავი ქვეყანაა, სადაც ამ ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება.
რაც შეეხება ანი ნადარეიშვილს- ის ოფიციალურ დაკავებული, შემდეგ კი გათავისუფლებულია და მისთვის ოფიციალური ბრალის წარდგენა არ მომხდარა. უფრო ემტსაც გეტყვით, მისი დაკითხვაც კი სცადეს, ბრალდებულის სტატუსით, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ბაჩო ახალაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას ახალაია არ დასწრებია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.
