Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს” – შალვა პაპუაშვილი

December 29, 2025
“თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს” – შალვა პაპუაშვილი

x

მნიშვნელოვანია, ყველა ბრალდებული დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება – ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით ფარცხალაძის მიმართ, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

მისივე თქმით, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში.

„მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს, რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად. ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ. ვხედავდით, რომ აღმსრულებლები ვინც იყვნენ დაკავებულები, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, რა იყო მოტივი. მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პირი, ვინც ბრალდებულია, დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს. მნიშვნელოვანია ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება” – ლევან იოსელიანი
  • „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ადიგენელმა ბიზნესმენმა შესყიდვებით და სახელმწიფო პროგრამებით 16 მლნ ლარამდე აიღო” – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • “თავისუფლების სანაცვლოდ “იმედის“ ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შემომთავაზეს, თუმცა ვერ გამტეხეს” – ვასილ კაძელაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge