Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული – მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში”-ლაშა რიჟამაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

December 26, 2025
მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული – მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში”-ლაშა რიჟამაძე  ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე , ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მზად არის სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე, პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის „ბუნდოვანი და გაურკვეველი” იყო პრემიერის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ „დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი“.

როგორც რიჟამაძე განმარტავს, პრემიერს ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს, ვინაიდან ასოციაციის შექმნის დღიდან, ღიად საუბრობენ მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემებზე და მოითხოვენ, რაც შეიძლება მალე მიიღონ კანონი სასურსათო ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ეს ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. ალბათ, არასწორად მიაწოდეს ინფორმაციას პრემიერს. ასოციაციის პრეზიდენტი ბოლო 2 წელი მე ვარ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ წლებია ვითხოვთ ამ კანონის მიღებას, მივუთითებთ ზუსტად იმ პრობლემებზე, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში იყო. ჩვენ ვითხოვდით ამას, პირიქით არის, მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემებზე ჩვენს მიერ იქნა ეს მოთხოვნები დაყენებული. ჩვენ მიერ იქნა ის ინფორმაცია მიწოდებული, რაც დაწესებულ გადასახადებთან დაკავშირებით გაჟღერდა. ეს ქმნიდა პრობლემას ფასის ფორმულირებაში.

ჩვენ წლებია ამას ვცდილობთ, გვინდა წარვუდგინოთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშე არის მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები.

რა თქმა უნდა, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ და მივაწოდოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, პირიქით, ჩვენი მიზანია, ეს კანონი მიღებული იყოს რაც შეიძლება მალე. კარგი კომპლექსური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის შესაბამისად. ამას ვითხოვთ ასოციაციის დაარსების დღიდან“,- აღნიშნავს ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

ამასთან, დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი.

„კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
  • ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge