Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კობახიძე მიადგება ივანიშვილსაც, რუსული დაზვერვისთვის ბევრად საინტერესო პროექტია ირაკლი კობახიძე” – რას აცხადებს გრიგოლ გეგელია

December 24, 2025
“კობახიძე მიადგება ივანიშვილსაც, რუსული დაზვერვისთვის ბევრად საინტერესო პროექტია ირაკლი კობახიძე” – რას აცხადებს გრიგოლ გეგელია

“კობახიძე მიადგება ივანიშვილსაც, რუსული დაზვერვისთვის ბევრად საინტერესო პროექტია ირაკლი კობახიძე” – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

“რაც შეეხება ყოფილ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, არ ვიცი, გადარჩა გომელაური თუ არა. ბევრი ფიქრობდა, რომ ლილუაშვილიც გადარჩა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არ გადარჩა თუ ვერ გადარჩა, დროებით მაინც. ჩვენ ისიც არ ვიცით, რეალურად რა პირობებში იქნება, გასამართლდება, არ გასამართლდება, გირაო შეეფარდება თუ რა. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ქოცების“ კარზე და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს თითოეულ მათგანზე. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, სად წავა ეს პროცესი. ამავე დროს, კალაძის მიმართ ვხედავთ „პროგრეს ბანკთან“ გარკვეულ კითხვებს თუ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც როგორც ახლახან გავიგეთ, თურმე ჩატარებული ყოფილა. ეს არის საგამოძიებო ტიპის პროცესები, ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება კალაძესაც ემუქრებოდეს რაღაც ტიპის მსგავსი შემთხვევა.

საბოლოოდ, ირაკლი კობახიძე მიადგება ბიძინა ივანიშვილსაც. ხშირად მიხუმრია ამაზე, მაგრამ მგონი სახუმარო აღარცაა. არ გამოვრიცხავ საერთოდ. ისეთი მონსტრი შექმნა ივანიშვილმა, რომელიც საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, მასაც გამოუყვანს წირვას. თუ და როდესაც კობახიძე ჩათვლის მსგავს რაღაცას საჭიროდ, გამორიცხული აღარ მგონია, რომ ადრე თუ გვიან, მიადგება მთლად მათ უფალსაც. მათ ორბიტაზე მთავარ ცენტრსაც. კობახიძე ასრულებს რუსეთის დავალებას პირდაპირ. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილიც რუსეთის დავალებას ასრულებს, მაგრამ კობახიძე არის პირდაპირ ხელდასმული იმისთვის, რომ შეასრულოს რუსიფიკაციის გეგმა.

თუ რუსეთს დასჭირდა, რომ ჰყავდეს მხოლოდ ერთი პირი, განუზომლად უფრო მიმზიდველი მათთვის იქნება ირაკლი კობახიძე. რუსული დაზვერვისთვის ბევრად უფრო საინტერესო პროექტი არის ირაკლი კობახიძე. ახალგაზრდა, პოლიტიკურად გონიერი, თუმცა უკეთურობაში იყენებს ამას. პოლიტიკური ინტელექტი გააჩნია ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც არავითარი ინტელექტი არ გააჩნია თვითგადარჩენის ჩვევის გარდა. ამიტომ რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის ირაკლი კობახიძე არის ფანტასტიკური პროექტი და არ გამოვრიცხავ, რომ მასზე კეთდებოდეს ბევრად უფრო მეტი ფსონი, ვიდრე ნებისმიერ სხვაზე. რაც ხდება მოწმობს იმას, რომ ირაკლი კობახიძეზე არის გაკეთებული ძალიან დიდი რუსული ფსონი. ის პირწმინდად ახდენს ამ ქვეყნის რუსიფიკაციას. 10-იდან 10. ისეთი ტემპით, ისეთი ხარისხით, როგორც არასდროს არაფერი გაკეთებულა ამ ქვეყანაში“ – განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ის პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ФСБ-ს გენერლისგან” – ვისზე წერს მიხეილ სააკაშვილი
  • თავდასხმა პოლიციელზე – ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  • “ზურა მოკვდება. კი, ასე პირდაპირ, ზურა მოკვდება” – ნეკა ნათელაშვილი ზურა მენთეშაშვილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge