MMA-ს მებრძოლის, ილია თოფურიას მენეჯერმა მალკი კავამ, MMA Junkie-სთან ინტერვიუში „ელ მატადორის“ შესახებ ისაუბრა.
კავას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა თქვა თოფურიამ პირველად მარცხის შემდეგ:
„პირველი, რაც ილიამ იკითხა იყო, მიიღეს თუ არა ქომაგებმა სიამოვნება ბრძოლისგან“, – განაცხადა კავამ.
ილიამ უკვე დააფიქსირა სურვილი, რომ ჯასტინ გეიჯისთან რემატჩი სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ გამოწვევას ჯასტინ გეიჯი.
