“მართალი ადამიანი ვერც შეწყალებას დასთანხმდება, ვერც იმას აღიარებს, რაც არ ჩაუდენია”- ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
“ჩემთანაც რამდენიმე თვის წინ საპროცესოზე რომ შემოგზავნეს “ვაი ადვოკატი,” მაშინ 6 წლამდე მუხლი მემუქრებოდა, მაშინვე უარი ვთქვი საპროცესოზე, რადგან მართალი ადამიანი ვერც იმის შეწყალებას დასთანხმდება, რაც არ ჩაუდენია და ვერც იმას აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, ქვეყნის სიყვარული კი დანაშაული არ არის! ჩვენ ციხე ვერ გაგვტეხს, ჩვენ მათ ციხიდან გავტეხთ. ციხე გაივლის, ჭრილობაც შეხორცდება, ტკივილიც განელდება, ხოლო სამშობლოს სიყვარული არასდროს გაქრება ჩვენში. არა და არასდროს შეწყალება! დიდი სიყვარულითა და პატივისცემით თქვენი თანამებრძოლი და რიგითი აკაცუკი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ბოლომდე!” – ნათქვამია პრო ევროპულ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილში.
