ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დევნილების საერთო საცხოვრებელთან, ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ქობულეთის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დილით დაიწყება. უწყების ცნობით, ფერდის ჩამოშლის მიზეზებს გეოლოგები შეისწავლიან.
