შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი „აჩვენებს გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ გუნდის შიგნით რაიმე მანკიერი გამოვლინება არ იყოს“.
მისივე თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ როდესაც ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, ამას გულისხმობს კიდეც.
„სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს. ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.
თავად ის ფაქტი რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, აჩვენებს, რომ ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდევ და პირიქით, ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდის შიგნით არ იყოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
