მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში ანსამბლის “ორბი” ქორეოგრაფი, კირილე (კიკალო) ყალიჩავა დააკავეს. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მას ბრალი დღეს წარუდგინეს, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, არაოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურად გაკვეთილის დროს შეეხო.
“საქმე არის აღძრული ცემის მუხლზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლზეა საუბარი, მაპატიეთ, თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ სექსუალურ ძალადობას საქმე არ ეხება და საუბარი არის ფიზიკურ ძალადობაზე” | უთხრა გამოცემას ადვოკატმა პეტრე სალუქვაძემ. საქმეს ოზურგეთის რაიონის სასამართლო განიხილავს
