მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერებაზე საუბრობს.
“აზერბაიჯანმა აკრძალა ბავშვების მიერ ჰიჯაბის ტარება სკოლებში. ეს არის ილჰამ ალიევის ძალიან მნიშვნელოვანი და ვაჟკაცური ნაბიჯი აზერბაიჯანის, როგორც სეკულარული სახელმწიფოს განსამტკიცებლად და ისლამისტების გავლენის აღსაკვეთად.
ამასობაში კი ირანი, რომელიც ვეღარ ერევა აზერბაიჯანში, აქტიურად ახდენს ქართველი აზერბაიჯანელების რადიკალურ ისლამიზაციას, რაც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. აქაური ისლამისტები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს და მთელს რეგიონს”- აცხადებს სააკაშვილი
