თუ ტროტუარიდან გავიწიეთ, ეგ ნიშნავს, რომ მაგის შემდეგ, ყველა შემთხვევაში, თავი შემიძლია დავდო, რომ იქნება სოციალური ქსელები. ანუ ქუჩიდან გადაგწიეს ტროტუარზე, ტროტუარიდან გაგწიეს სახლში და სახლიდან ლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში და გაგწევენ სოციალური ქსელებიდანაც, რაც ნიშნავს რომ სოციალურ ქსელებს ცენზურა დაუწესდება , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ შეუერთდა.
მისი თქმით, პროტესტი ამ წუთის მდგომარეობით ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ხალხი არ ეგუება ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
“პროტესტი, ამ წუთის მდგომარეობით, არის ერთადერთი საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ეგუებიან ამ ქვეყანაში გატარებულ დიქტატურას, ეს არის ყოველდღიური დემონსტრირება იმისა, რომ არ ვეგუებით იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ამიტომ ამის გაგრძელება არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ამაზე შეგვიძლია კიდევ ბევრი რაღაც დავაშენოთ, რაღაცები მოვიფიქროთ, სხვა რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც არის საკეთებელი აქ ჩართული უნდა იყოს ბევრი ადამიანი.
ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ ქართველი ხალხის ძალა გამოიყვანს წერას.
რამდენად ეფექტური იქნება ის კანონები, რაც შემოიღეს, მაგის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი გაუვათ. ქუჩას ვკეტავდით, გვეუბნებოდნენ, ქუჩა არ გადაკეტოთ, აიწიეთ ზემოთო, ავიწიეთ ზემოთ და ახლა გვეუბნებიან, აქედან გაიწიეთო. საბოლოო ჯამში, თუ ტროტუარიდან გავიწიეთ, ეგ ნიშნავს, რომ მაგის შემდეგ, ყველა შემთხვევაში, თავი შემიძლია დავდო, რომ იქნება სოციალური ქსელები. ანუ ქუჩიდან გადაგწიეს ტროტუარზე, ტროტუარიდან გაგწიეს სახლში და სახლიდან ლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში და გაგწევენ სოციალური ქსელებიდანაც, რაც ნიშნავს რომ სოციალურ ქსელებს ცენზურა დაუწესდება. უკვე გვყავს ადამიანები, რომლებიც პოსტებისა და კომენტარების გამო დაიჭირეს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რას გულისხმობს ის ერთობაში და კოორდინირებაში, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ დემოკრატიული ძალები უნდა გაერთიანდნენ და ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა, რომელიც ერთად დგას.
“თუ რამე ნიშანი შეიძლება არსებობდეს იმის, რომ აქეთკენ დემოკრატიული ძალები არიან გაერთიანებული, ყველა ნიშანი უნდა დავაკმაყოფილოთ, ისედაც ცოტა არიან. ბევრად მეტი არის საჭირო, გულწრფელი განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ აქეთკენ არის ალტერნატიული ძალა, რომელიც მართლა ერთად არის, მართლა შეკრულია და იბრძვის.
შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, შეთანხმება თუნდაც საერთო სიაზე, შეთანხმება ხედვაზე, რომელიც არის ქართული ქარტია, შეთანხმება პრემიერობის საერთო კანდიდატზე.
ნებისმიერი ადამიანის როლი მნიშვნელოვანია, ვინც დღეს წინააღმდეგობაშია. სალომე ზურაბიშვილს აქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები საზღვარგარეთ, ბევრ ჩვენგანზე უკეთ იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს ევროპელებს”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
