„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 დეკემბერს 09:00-იდან 09:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, წითელი კლდე, დოლოშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სიმონიანთხევი, თოლენჯი, ნადოკრა, ღულელები, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ლაშარის, სანიკიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე სოფლებში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
