ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული ქვეითი ქალი მაია მასურაშვილია, ინფორმაციას Ambebi.ge ავრცელებს.
ავარია გუშინ საღამოს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, 10 წლამდე ბავშვი კი დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
