ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურის შესახებ წერს:
“ბოლოს გადაცემაში იყო ჩემთან სტუმრად “ჩაი”-ზე და ორ დღეში დამირეკა კოვიდი
დამიდასტურდა და ხომ კარგად ხარ, ან სხვებს ხომ არავის გჭირთ თქვენცო? დღეს გავიგე რომ რეანიმაციაშია უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ორ კრიზისულ დღეს გაუძლებს შანსი ექნება… ძალიან ვნერვიულობ, ვერ ვმშვიდდები, ვერ ვიძინებ… უნდა მოერიოთ, უნდა დაძლიოთ ბატონო თამაზ”, – წერს რაზამაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის გართულების გამო ჰოსპიტალიზებულია. მეჭიაურის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, მას ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს.