12 დეკემბერს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +5 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, სადაც +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
