Microsoft-მა “ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხარჯების შესამცირებლად” 4 800 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა – ინფორმაციას ამერიკული გამოცემა CNBC ავრცელებს და წერს, რომ ეს რაოდენობა კომპანიის სამუშაო ძალის 2.1%-ს შეადგენდა. მათივე ცნობით, ყველაზე დიდი დარტყმა Xbox-ის გეიმინგ-მიმართულებას მიადგა, რომელიც თანამშრომლების 20%-ს დაემშვიდობება.
Xbox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აშა შარმამ, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში დაადასტურა, რომ გეიმინგ ქვედანაყოფი ჯამში 3 200 პოზიციას შეამცირებს. გამოცემის ცონით, აქედან 1 600 თანამშრომელი კომპანიას დაუყოვნებლივ ტოვებს, ხოლო დანარჩენი 1 600 სამუშაო ადგილი 2027 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაუქმდება. Microsoft-ის კადრების მთავარი ხელმძღვანელის, ემი კოულმენის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის პროცესი დღეს იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
