Saturday, January 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ერთი გავრცელებული მითის შესახებ…” – რას წერს დავით გადელია

February 2, 2022
“იწურება ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის რესურსები… ცოტა დაგვზოგეთ” – დავით გადელიას მიმართვა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი გავრცელებული მითის შესახებ…

ხშირად გვსმენია: “ადამიანს სხვა, მძიმე დაავადება ჰქონდა, იმით გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!”… მინდა ზუსტად ავხსნა, რატომ არაა ეს მოსაზრება სწორი. ჩემი მაგალითით დავიწყებ;

მე ამ წუთისთვის ვითვლები “პრაქტიკულად ჯანმრთელად”, თუმცა, მაქვს “წვრილ-წვრილი”, ჩემს ასაკში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები: ჰიპერტონული დაავადება, პრედიაბეტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება და ა.შ… თუ რამე მოულოდნელი არ დაემატა ჩემს დაავადებათა ნუსხას, მხოლოდ ასე თუ გაგრძელდა – დაახლოებით 20 წელი თავისუფლად გავძლებ. მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ სიცოცხლის წლებს. ჩემი ექიმობის პერიოდშივე, რაც არც თუ ბევრი წელია, მედიცინის არსებობასთან შედარებით, გადაწყდა კუჭის წყლულის პრობლემა, მნიშველოვნად, ინვაზიური მეთოდების შემოღებით – გულის იშემიური დაავადებების პრობლემა. ჩვენი მამების უმრავლესობას კლავდა გულის ინფარქტი, ან სამუდამო ინვალიდად აქცევდა. აუარება ხალხი იყო დასახიჩრებული კუჭის რეზექციით. ახლა, კაცობრიობის პირველი რიგის გამოწვევაა ავთვისებიანი სიმსივნები! ასევე, რჩება, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ღვიძლის ციროზები და ა.შ. ამ შემთხვევებში, თუ რადიკალურმა ჩარევებმა შედეგი ვერ გამოიღო, სიმპტომატიური მკურნალობით ადამიანები ცხოვრობენ 1-დან 5-6 წლამდე, ზოგჯერ მეტ ხანსაც. ეს, ერთი შეხედვით “მცირე ვადა”, უდიდესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავად ავადმყოფისთვის და ზოგჯერ უფრო მეტადაც – ავადმყოფის პატრონისთვის! ყოველი დღეა ძვირფასი, თორემ საბოლოოდ ყველა იმ ქვეყნად წავალთ…

ცხადია, ხდება დაავადებათა ეს საბედისწერო თანხვედრები-  მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი და გარდაიცვლება. დილის კონფერენციაზე განხილვისას, რამდენჯერ გვითქვამს: – “კიდევ რამდენიმე თვეს, ან წელს იცოცხლებდა, კოვიდი რომ არ დამართნოდა..” – ანუ, მართალია, მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ სწორედ კოვიდმა მოუსწრაფა სიცოცხლე – ის დღეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვისაც და ჭირისუფალისთვის. ერთეულ შემთხვევაში ასეც ხდება: მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი, ძალიან მსუბუქი ფორმით, ფილტვებში გართულების გარეშე და სიკვდილის მთავარი მიზეზი მართლაც ძირითადი დაავადებაა.

ქვეყანაში მიღებული გვაქვს სიკვდილის მიზეზის დაწერის ისეთი პროტოკოლი, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს უმიზეზოდ კოვიდის ჩაწერას. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, იშვიათ შემთხვევაში, დანანებით ვამბობთ – “ტყუილად მიეწერა კოვიდს”. რატომ დანანებით? ახლავე აგიხსნით: ქვეყნების სტატისტიკაში ასახულია დაავადებათა რაოდენობა, მათ შორის- გარდაცვალებათა მიზეზი. ახლა ყველგან და ყველაზე აქტუალური გახდა კოვიდ სტატისტიკა! ყველგან მას აფრიალებენ! საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ კოვიდსიკვდილობით მსჯელობენ ქვეყნებში კოვიდ მართვის ეფექტურობაზე. ხოლო, ქვეყნის შიგნით – კლინიკების ეფექტურობაზე. ამიტომ, არცერთ კლინიკას არ უნდა მაღალი კოვიდ სიკვდილობა! ეს უფრო “ყვირის” დღეს, ვიდრე სხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა.

ხშირად შევსწრებივარ კამათს კლინიკათა ხელმძღვანელებს შორის: “ჩვენთან უფრო მძიმე ავადმყოფები მოჰყავთ და ხელოვნურად გვეზრდება კოვიდ სიკვდილობა, თქვენთან – ნაკლებად მძიმე!”- “კოვიდს დავუწერთ და 5 000 ლარს მოგცემთო” – ეს არაჯანსაღი მენტალობის კლინიკური შემთხვევაა და ექიმური ეთიკა არ მაძლევს უფლებას ამაზე ვიმსჯელო…”, – წერს გადელია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

https://mix.metronome.ge/23532-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პედიატრი, თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
  • “ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს” – რომის პაპი, ლეონ XIV-ე
  • მოსალოდნელია თოვლი – გაფრთხილება მოსახლეობას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge