“ანტივაქსერების ტატყანში მოვყევი-“შე დებილო” მეძახეს სულ”, – ამის შესახებ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე წერს. როგორც ადეიშვილი აღნიშნავს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აგრესია ტელეწამყვანის იმ კომენტარმა გამოიწვია, სადაც დაწერა, რომ “მწვანე პასპორტების გაუქმება მავნებლობაა”.
” ნაცნობს კომეტარი დავუწერე ნიუსის ქვეშ რომ მწვანე პასპორტების გაუქმება მავნებლობაა-მეთქი და დაეწყვნენ ჩემი დებილიზმის “კეთილისმსურველები” -თორემ რა მინდოდა ახლა მაგათ ჰარლემში”, – წერს ადეიშილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ქვეყანის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.
ღიბრაძის თქმით, აღრიცხვიანობის ყველა სხვა სისტემა მოქმედი რჩება და პირები, ვისაც მწვანე პასპორტი სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავ შეძლებენ ამით სარგებლობას.
“ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ქვეყანაში მწვანე ბარათების სისტემა პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
https://mix.metronome.ge/25610-2/
