საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
აღნიშნულს ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“იზოლაცია უფრო ადრე სრულდებოდა, ვიდრე პასპორტი მწვანდებოდა. იზოლაციის დასრულების მერე არც კინოში შემიშვეს, არც კაფეში, ადამიანად ვერ ვგრძნობდი თავს. დღეს დილით გამწვანდა ჩემი პასპორტი და ბედნიერი დავქროდი, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული…”, – წერს ტრაპაიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25598-2/
