ჟურნალისტი, “ტაბულა”-ს დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ნაციონალურ მოძრაობას და მასში აზელილ მედია სახეებს რომ ვუყურებ და ვუსმენ, როგორ აცხადებენ პანაცეად იმას, რის გამოც სხვას ნაგავს აყრიდნენ, მიშა სააკაშვილის ციტირება მინდება – “ჩასარეცხებზე”.
ქართველი ხალხის კერპთაყვანისმცემელ ცხვრის ფარად წარმოჩენა, რომელიც ყველაფერს გადაყლაპავს, მთავარია ტელევიზორიდან დაუჯერებელი, ურთიერთგამომრიცხავი სიბრიყვეები ელაპარაკო – სამარცხვინოა. ეს მენტალიტეტი ჩასარეცხია!”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
