“მოდერნას” ვაქცინამ ამერიკის წამლის სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო! არაერთხელ გითხარით, მე გავიკეთებ მხოლოდ საუკეთესო ვაქცინას რაც იმ დროისთვის მსოფლიოში იქნება-მეთქი და არ დაგიმალავთ, ავიცერი “ფაიზერი”-ს ორი დოზით ავიცერი, ბუსტერი კი – “მოდერნით” გავიკეთე”, – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ახალი ხაჭაპური მზად არის!
ალბათ მიხვდით თუ რატომ დავდე ხაჭაპურის ვიდეო დღეს… როცა მაშინ დავდე, ეს ინფორმაცია საჯარო არ იყო.
ამ წუთას “მოდერნას” ვაქცინამ ამერიკის წამლის სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო!
მსოფლიოში ამჟამად არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზირებული კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინები, “ფაიზერი”-ს და “მოდერნა”-ს ვაქცინები! დანარჩენი არსებული კოვიდ – ვაქცინები კვლავ ექსპერიმენტულია.
რამდენი ხანია საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, რომ მოდერნას ვაქცინის შემოტანაზე იმუშაონ, პასუხად კი ვიღებთ – “თურმე, ჩინური ვაქცინების ბუსტერი კარგი არის”. იქნებ მართლა გეყოთ მოსახლეობის და საკუთარი თავის მოტყუება, ამით ისედაც დაბალი ავტორიტეტს ანადგურებთ. ამოვიდა ყელში…
მიეცით მოქალაქეებს ნამდვილი არჩევნის საშუალება “მოდერნა”-ს, ან “ფაიზერი”-ს ვაქცინა და ჩინური ვაქცინების გამოყენება შეაჩერეთ!
“ომიკრონმა” ყველაფერი შეცვალა და სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ და არა კუს ნაბიჯებით!
გახსოვთ, მე არაერთხელ გითხარით, მე გავიკეთებ მხოლოდ საუკეთესო ვაქცინას რაც იმ დროისთვის მსოფლიოში იქნება-მეთქი და არ დაგიმალავთ, მე ავიცერი “ფაიზერი”-ს ორი დოზიღ, ბუსტერი კი – “მოდერნით”. ჩემი სიტყვა პირნათლად შევასრულე!
მარტო ვაქცინა საკმარისი არ არის საკმარისი, რომ კოვიდისგან თავი დავიცვათ!
აუცილებლად ასევე გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია!
ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25551-2/