“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ეს უკვე საინტერესოა! ფრთხილი კარგი ამბავი…
ისრაელი ყიდულობს “ნოვოვაქსის” Novovax კოვიდის 5 მილიონ ვაქცინას…
საერთოდ, ამ პანდემიის პერიოდში ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რას გააკეთებს ისრაელი (ვაქცინების და წამლების კუთხით). და, ზოგადად, ჩემი რჩევაა, მივბაძოთ ისრაელს და 4-6 თვის დაგვიანებით ჩვენც მივყვეთ, ამას ვამბობდი პანდემიის პირველივე დღეებიდან…
5 მილონის შეკვეთა ისრაელიდან, ეს ხუმრობა არ არის. მათმა მეცნიერებმა დეტალურად აწონ – დაწონეს ყველაფერი. აქამდე ისრაელში მხოლოდ 2 კოვიდვაქცინა იყო: ფაიზერი და მოდერნა…
ეს ასევე “სიგნალია”, რომ ჩვენც უნდა გავაძლიეროთ მოლაპარაკებები ნოვოვაქსთან. ეს კარგი აზრი იქნება და იქნებ საბოლოოდ დავანებით თავი ამ ჩინურ ვაქცინებს ხომ ხედავთ, არ მუშაობს, მთელი ქვეყანა დაინფიცირდა ომიკრონით…
ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25551-2/