Monday, December 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა…” – რას წერს რომან გოცირიძე?

December 8, 2025
“ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით…”- რას წერს რომან გოცირიძე?

“სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ამერიკიდან. კვლავ გადასწია ტრამპის ადმინისტრაციამ “ლუკოილის” ათასზე მეტი საზღვარგარეთ არსებული ბენზინგასამართი სადგურის დასანქცირების ვადა” – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ამერიკიდან. კვლავ გადასწია ტრამპის ადმინისტრაციამ “ლუკოილის” ათასზე მეტი საზღვარგარეთ არსებული ბენზინგასამართი სადგურის დასანქცირების ვადა, ახლა უკვე მომავალი წლის აპრილის ბოლომდე. პრობლემა არა მხოლოდ სანქციების გადავადებაშია, არამედ არათანმიმდევრულობაში, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ფაქტობრივად, არ არსებობს არცეთი წამოწყებული საქმე, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას ბოლომდე მიეყვანოს.
“ლუკოილისა” და “როსნეფტის” წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში 21 ნოემბერს უნდა შესულიყო, რაც მძიმე დარტყმა იქნებოდა რუსეთისათვის. მათი ამოქმედების ვადა 13 დეკემბრამდე იქნა გადაწეული. ამასობაში 28 პუნქტიანი გეგმაც გაჩნდა, სადაც სანქციების გაუქმებაზეც იყო საუბარი.
უფრო მეტიც, გუშინ ამერიკის მხრიდან გაკეთდა მოწოდება ევროპის ქვეყნებისადმი, რომ რუსეთის გაყინული აქტივები არ იქნას გამოყენებული უკრაინისათვის 140 მილიარდი დოლარის ოდენობის ე. წ. რეპარაციული სესხის გირაოსათვის, რადგან ეს ფული რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მექანიზმად უნდა იქნას გამოყენებული, ანუ ფაქტობრივად უნდა დაუბრუნდეს რუსეთს ამა თუ იმ ფორმით მშვიდობის სანაცვლოდ. არა და, ევროკავშირის ამ სესხის გარდა უკრაინის სამხედრო თუ სამოქალაქო ხარჯების სრულფასოვნად დაფინანსების სხვა წყარო ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამერიკის მონაწილეობა მასში ნულოვანია.
ამ ორი რუსული ნავთობკომპანიისათვის დაწესებული სანქციებიდან მალევე გამონაკლისებიც იქნა დაშვებული. ბულგარეთისათვის საშეღავათო პერიოდი განისაზღვრა 2026 წლის აპრილამდე, უნგრეთს “როსნეფტისა” და “ლუკოილის” ნავთობის შესყიდვის უფლება ერთი წლით მისცა ტრამპმა ორბანთან შეხვედრის შემდეგ, რაც დიდი ალბათობით გაუგრძელდება მომავალშიც, გათავისუფლდნენ სანქციებისგან ეს კომპანიები, თუ ისინი ყაზახეთში ეწევიან ნავთობის მოპოვებას და მისი ტრანსპორტირება ხდება ტრანსკასპიური ნავთობსადენით ( ანუ ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტამდე, რომლის ტერმინალები უკრაინელებმა ახლახან დააზიანეს).
მოკლედ, თუ გვეგონა, რომ ერთი კვირის შემდეგ გავიღვიძებდით და თბილისის თუ ნიუ ჯერსის “ლუკოილის” ბენზიგასამართ სადგურებზე სხვა აბრას ვიხილავდით, მწარედ შევცდით.
ისევ ევროპის იმედადაა უკრაინა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე გაყინულ რუსულ აქტივებს, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ოდენობით, უკრაინას გადავცემო. ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. მთელი იმედები ევროკავშირის 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე იყო დამყარებული, რაც რუსული გაყინული ფულის გამოყენების შემოვლით მექანიზმს წარმოადგენს. ამის კატეგორიული წინააღმდეგია ბელგია, სადაც ეს ფულია განთავსებული. აგერ, ამერიკის მოთხოვნამ, რომ ამ ფულს ხელი არ ახლონ, გაუმაგრა ზურგი ბელგიის მთავრობას.
ამასობაში ამერიკის უსაფრთხოების ახალი, უკიდურესად იზოლაციონისტური სტრატეგიაც გამოქვეყნდა, რომელიც ცუდია როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სისტემის, ასევე საქართველოს მომავლისათვის, სამაგიეროდ ხელსაყრელია რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისათვის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იგი რამდენიმე წელიწადში შეიცვლება და მხოლოდ შავ ლაქად დარჩება”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გერმანიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს- რა დეტალები ხდება ცნობილი ?
  • “სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა…” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • “ლაშა შერგელაშვილი ავრცელებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას – სუს-მა დაადასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიყალბე და სიცრუე” – ალქსანდრე დარახველიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge