გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
“რას ვიფიქრებდი, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტ-პატიმრად აღიარება მომიწევდა…”- წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
