პოლიტიკოსის, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატის კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა გოგი გვახარიას პროექტში “შვილი” ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მის ოჯახს ფინანსურად ურთულესი პერიოდი დაუდგა.
ამასთან, თორნიკე დავითაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს ფინანსურად ეხმარებოდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ დახმარება შეწყვიტა, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ კობა დავითაშვილის მწვავე განცხადებები გახდა.
“მამაჩემს ყოველ 2 თვეში ერთხელ სჭირდებოდა სპეციალური გადასხმა, ის დოზა რაც მამას უნდა მიეღო 2 000 დოლარი ღირდა. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ასეთი წამლებს არ აფინანსებს. ადამიანი ფაქტობრივად განწირულია… ბიძინა ივანიშვილიც ეხმაურებოდა თავის დროზე, არავინ არ იფიქროს, რომ – არა! მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა იცოდა, ბიძინა აძლევდა წამლის ფულს, პოზიციას მაინც არ იცვლიდა იმის გამო, რომ – “შენ მე მეხმარები წამლით”, თუნდაც, მარიხუანას ლეგალიზაციაზე, “ოცნებას” უნდოდა ამ პროექტის გატანა. ფაქტობრივად, მამაჩემმა კიდევ ერთხელ შეკრიბა საზოგადოება ამ თემის გარშემო, რომ ეს პროექტი არ გასულიყო. მაინც ეხმარებოდა (ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს) რაღაც მომენტამდე, მაგრამ შემდეგ იყო ერთწლიანი პერიოდი, როდესაც ჩვენი ოჯახი მხოლოდ საკუთარ თავზე გახლდათ დამოკიდებული, მინიმალური შემოსავლით, მეც მიწევდა ოჯახის დამხარება და დადგა ის დრო, როდესაც აღარანაირი რესურსი აღარ ჰქონდა მამას წამლისთვის”, – იხსენებს თორნიკე დავითაშვილი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში, რომელიც “რადიო თავისუფლების” გვერდზე გამოქვეყნდა.
https://mix.metronome.ge/25545-2/