„ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადაგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის”, – ამის შესახებ მამა შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მამა შიოს განცხადებით ის მთავრობა, რომელიც ახალგაზრდებს წამლავს და იჭერს დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან.
“საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადაგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის. მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. საეკლესიო წესით უნდა დაისაჯოს და განიკვეთოს ყველა ის მთავრობის წარმომადგენელი და პოლიციელი, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. მაგრამ დუმს მეუფე შიო და არ იცავს სამწყსოს – ის დაკავებულია მხოლოდ იმ მართალი არქიმანდრიტების დასჯით, რომლებიც მას ამხელენ. მას და მის დეკანოზებს მხოლოდ პირადი მხილება აწუხებთ და არ ადარდებთ არც ქრისტეს შეურაცხყოფა და არც ქართველი ხალხის ტანჯვა და გენოციდი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მგელი ჭამს ცხვრებს? მწყემსობა ხალხზე ბატონობა კი არა, ხალხის მსახურებაა. შეუძლებელია ერს ჰყავდეს მამამთავრობის ისეთი მსურველი, რომელიც არ განიცდის და არ სტკივა ხალხის უბედურება და მწამებლებთან ერთად ნადიმობს. ასეთი მღვდელმთავარი არათუ მამა, არამედ მამინაცვალიც კი არ არის”,- წერს შიო კვარაცხელია.
