Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მაღალი სიცხე, ყელის ძლიერი ტკივილი და დიარეა“ – რომელი ვირუსებია ყველაზე გავრცელებული ამჟამად

July 6, 2026
“მაღალი სიცხე, ყელის ძლიერი ტკივილი და დიარეა“ – რომელი ვირუსებია ყველაზე გავრცელებული ამჟამად

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.

„მაღალი სიცხე, ყელის ძლიერი ტკივილი და დიარეა – რომელი ვირუსებია ყველაზე ხშირი ამჟამად?

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ერთდროულად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ყელის ძლიერი ტკივილი და დიარეა, რაც მშობლების ბუნებრივ შეშფოთებას იწვევს.

ზაფხულის სეზონზე ამ სიმპტომების ყველაზე ხშირი მიზეზი ენტეროვირუსული ინფექციებია(კოქსაკი,ექოვირუსი)ისინი ადვილად ვრცელდება როგორც ჰაერ-წვეთოვანი, ისე ფეკალურ-ორალური გზით და განსაკუთრებით აქტიურობენ ბავშვთა დაწესებულებებში, აუზებსა და დასასვენებელ ადგილებში.

დაავადება, როგორც წესი, იწყება უეცრად-მაღალი სიცხითა და ყელის ძლიერი ტკივილით. ამას შეიძლება დაემატოს დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, ზოგადი სისუსტე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში-პირის ღრუში ან ხელისა და ფეხის კანზე გამონაყარიც.

მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ადენოვირუსმაც, ამიტომ მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ზუსტი ვირუსის დადგენა ყოველთვის შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, ექიმმა საჭიროების შემთხვევაში გამორიცხოს ბაქტერიული ინფექციაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყელის ტკივილი ძალიან გამოხატულია.

მკურნალობის საფუძველია

საკმარისი სითხის მიღება

ტემპერატურის კონტროლი ასაკისა და წონის შესაბამისი სიცხის დამწევით

მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აღენიშნება:

სითხის დალევაზე უარი ან გაუწყლოების ნიშნები

განმეორებითი ღებინება

მაღალი სიცხე, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება ან ძნელად კონტროლდება

ძლიერი მოდუნება, ძილიანობა ან სუნთქვის გაძნელება.

გახსოვდეთ, ვირუსული ინფექციების უმეტესობა თვითგანკურნებადია, თუმცა თითოეული ბავშვის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. სწორი შეფასება და დროული კონსულტაცია საუკეთესო გზაა სწრაფი და უსაფრთხო გამოჯანმრთელებისთვის“,- წერს ინგა მამუჩაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი, წილები არ გაიყიდება, ეს იქნება ქართული პორტი” – მარიამ ქვრივიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge