დომენიკ მანგო დეკანოზ პეტრე (კვარაცხელია) კოლხს დაბადების დღეს ულოცავს და საჯაროდ მადლობას უხდის მძიმე წუთებში თანადგომისთვის.
როგორც დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს, დეკანოზი მას “ვიღაც სნობი, სულელი კაცი” ეგონა, თუმცა წარმოდგენა შეეცვალა.
“დღეს პეტრე კოლხის დაბადების დღეა. მინდა მოვდო მთელ ქვეყანას მისი ამბავი, ის არის ადამიანი, ვინც ბოლომდე არ მომშორებია ჩემს ტრაგედიაში. წირვა გამოვუყვანე, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ყველაზე მძიმე მომენტებში, როდესაც ჭკუიდან ვიყავი ლამის გადასული, ამ კაცმა თავის თავზე აიღო ჩემი მთელი არაადეკვატური ქცევების მოთმენა და საწოლშიც კი არ მიმატოვა. თურმე დიდი კაცი ყოფილა, მე კი ვიღაც სნობი, სულელი კაცი მეგონა. დიდი წვლილია ამ კაცის იმაში, რომ ახლა უკვე დალაგებულად ვაზროვნებ. ამიტომ მინდა მოვდო მთელს ერს, რომ 6 წუთში მისი დაბადების დღეა, ამ ტრაგედიით მაინც ვამბობ და ვულოცავ ამ ქრისტიანს.
გილოცავ Petre!”, – წერს დომენიკ მანგო “ფეისბუქი”- ს გვერდზე.
ცნობისთვის, დომენიკ მანგოს, იგივე კუკური ბარამიძეს, რომელიც საკმაოდ მწვავე ვიდეომიმართვებით გამოირჩევა, დედა გარდაეცვალა.
შაბათს დომენიკ მანგოს დედის დაკრძალვაა. სამოქალაქო აქტივისტმა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა, რომელიც დედის უკანასკნელ სურვილს უკავშირდება.
მისი თქმით, დედას სასაფლაოზე დაკრძალვა არ სურდა, შესაბამისად, აპირებს, რომ საფლავი გზის პირას გაუკეთოს, რომელი არასტანდარტული იქნება და სამოთხის ბაღს დაემსგავსება.
