პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალია, გარდაცვლილ საქართველოს მეორე პრეზიდენტს სოციალურ ქსელში იხსენებს, მას 25 იანვარს 94 წელი შეუსრულდებოდა.
“ედუ ბაბუს სანი ჰგავს პოლიტიკის მიმართ ინტერესით. მსოფლიო ამბებს მისგან ვიგებ. სხვა ბავშვები თუ მულტფილმებს ან ფილმებს უყურებენ, სანიკო ახალ ამბებს ან დოკუმენტურ ფილმს უყურებს, გარეგნულადაც მას ჰგავს.
ბავშვობის ფოტოს ვერ განასხვავებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მასსავით ნიჭიერი და დიდი მასშტაბების ადამიანი იქნება.
ისტორია კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ერთ-ერთ სამიტზე უთხრეს – ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო,- ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო. შევი 94″, – წერს შარანგია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
