Saturday, January 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი… არასდროს ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან – ლევან ვასაძე

January 24, 2022
ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი… არასდროს ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი, პოლიტიკური მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებსა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს:

“ქიმიოთერაპიის უმძიმესს კურსს მოსკოვში გავდივარ. იცით, რომ მამა გარდამეცვალა. ყველას დაუკითხავად, იმ წამსვე გადავწყვიტე თბილისში ჩამოვსულიყავი. ჩემთვის გარეთ გასვლა არ შეიძლება. იმუნიტეტი არ მაქვს. ბინაში ვარ გამოკეტილი. ექიმებს ვუთხარი, რომ უარს ვერ მივიღებ. გავიკეთე იმუნიტეტის ასამაღლებელი ნემსები, დაჩქარებულად კოვიდის მეორე აცრა, რადგან მე კოვიდს ვერ გადავიტან. აი, ასე ავილესე წამოსასვლელად. მერე გამახსენდა, რომ არასწორად ვიქცევი.

დავურეკე ჩემს მოძღვარს, მან მთხოვა, რომ ექიმებს გავსაუბრებოდი. მე, რა თქმა უნდა, ეს კურთხევა შევასრულე, ჰა, მიშვებთ-მეთქი? – რას მეტყოდნენ… არ გიშვებთო?! რა ვქნათ წადიო, რაც იქნება, იყოსო. ამ პროცესში ვიყავი, რომ დედაჩემმა ამის შესახებ გაიგო. დამირეკა. მშვიდი საუბარი გვქონდა. ლითონის ხმით მესაუბრა. რაც უფრო წყნარად, მშვიდად ვსაუბრობდით, მით უფრო მეკრძალებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩემი ნება მშობლის ნებას შეეჯახა… დავემორჩილე დედაჩემს, დავრჩი მოსკოვში და მამაჩემის გასვენებაში ვერ ვიყავი. ამ მძიმე და სამწუხარო ამბავს იმიტომ გიყვებით, რომ ნახოთ, მერე რა მოხდა. მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში ასე ცუდად, არასდროს ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან. ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი ტკივილისგან. კედლებზე გავდიოდი. შეიძლება, ეს არა მარტო მამის გარდაცვალების ბრალი იყო, არამედ ნემსების, რაც გავიკეთე. სიკვდილს ვნატრობდი, ისე მძიმედ ვიყავი. არც დღიურის წერა… რომ არა მშობლის დაჯერება, მე შეიძლება ახლა, თქვენთან ვერ მელაპარაკა. ის, რასაც თქვენ გეუბნებიან, რომ მშობლებს უნდა დაუჯეროთ, ამაში უდიდესი სიბრძნეა.

მე შეიძლება თქვენი ხორციელი მამა არ ვარ, მაგრამ, თქვენი მამების თაობა ვარ. ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ვინც ეროვნულ ტრადიციებს ვემსახურებით და გეუბნებით, რომ ჩვენც ნამყოფები ვართ თქვენს ადგილას. ჩვენც გვივლია ლაღად, დაგვირღვევია წესები, ოღონდ არის რაღაც ხაზები, რომლის გადაკვეთის შედეგაც უკან დაბრუნება ძალიან ძნელია,” – ამბობს ლევან ვასაძე.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/watch/?v=461444768979656

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ბიზნესმენის მკვლელობა ვაკეში – ახალი დეტალები ხდება ცნობილი
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge