საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ბაღდათში სოფელ ხანის მიმდებარედ, ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,
ცეცხლის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, ეროვნული სატყეო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდებოდა. მათი ცნობით, ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას – ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.ხოლო ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს, გუშინვე ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა, ასევე სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.
