Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება” – ლევან მაჭავარიანი

July 30, 2026
ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არავის დაუბარებია

მამუკა მდინარაძე ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, როგორც ლევან მაჭავარიანი ამბობს, ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, რომ მამუკა მდინარაძე აღარ იყოს გუნდის ლიდერი, რადგან ის „ქართული ოცნების“ გამორჩეული წევრია.

„მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის. ყველამ ვიცით, თუ რა შეუძლია, მუშაობის როგორი სტილი აქვს. რეგიონებში, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის. ეს გამოწვევები არის როგორც მმართველობით სისტემაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიუროკრატიის დაჩქარებაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამართული იყოს. მამუკა მდინარაძე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ამ ყველაფერს იმ დონეზე გამართავს, რა დონეზეც ეს თეორიულად არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მოლოდინები ძალიან დიდია.

ჩემი აზრით, ეს [მამუკა მდინარაძის მოშორება] ოპონენტების სურვილია, იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მისი მუშაობის სტილს და უნარ-ჩვევებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, რომ მამუკა მდინარაძე აღარ იყოს ჩვენი გუნდის ლიდერი.

რაც შეეხება ამ თანამდებობის შექმნას – რეგიონების მიმართულებით ისედაც ახალი სამინისტრო ჩამოყალიბდა და ესეც არ არის ძველი ამბავი. ამ შემთხვევაში, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც იდეაში, ამ სამინისტროს გაგრძელებაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ. რეგიონებში გამოწვევები არის და ეს გამოწვევები ძირითადად განპირობებულია მართვის ვერტიკალში დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღებით, რიგ შემთხვევებში, თანამდებობის პირები საკუთარ თავზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის დროში დასაჩქარებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია რომ მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი რეგიონების მუშაობა,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძის თქმით, უწყება კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს – შეხვედრას თინა ბოკუჩავა არ ესწრება
  • “24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, სსე-ს უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის” – სემეკი
  • დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge