“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდურ გართულებებზე წერს:
“დაიწყო…
საქართველოში პოსტ-კოვიდური ტალღა უკვე დაიწყო!
სავარაუდოდ საქართველოში კოვიდ ინფიცირებულების 60%-მდე იქნება პოსტ-კოვიდური პრობლემებით.
სავარაუდოდ, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე შრომის უნარს დაკარგავს პოსტ-კოვიდური გართულებების გამო!
“პოსტ-კოვიდური სინდრომის” ანუ “გრძელი კოვიდის” ტალღა უკვე ურტყამს ეკონომიკას, სადაც ინფიცირების დონე იყო მაღალი!
სავარაუდოდ 1890 წლის “რუსული გრიპის” დროს და 1918 წლის დროს “ესპანური გრიპის” დროს იყოს ეს “პოსტ გრიპული” ტალღა. არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია, ტანზანიაში ესპანური გრიპის შემდეგ იყო – შიმშილი, ვინაიდან, გლეხები ვერ აგროვებდნენ მოსავალს.
შვეიცარიაში შარშან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი 53% კოვიდ გადატანილებს აქვს და ზოგადად მსოფლიოს მონაცემები კი 60% – მდეა. შვეიცარიაში უკვე შეიქმნა ცალკე პოსტკოვიდის პლატფორმა – http://post-covid.hug.ch/
ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტს ადამიანს დაუდასტურდა “პოსტ კოვიდი” და ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობენ ჯანმრთელობის გაუარესების გამო”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25353-2/