შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის მიმართ განხორციელდა თუ არა კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
“შემოწმება მოიცავს გაშიშვლების კომპონენტსაც. გათვალისწინებულია დაწესებულებაში შესახლების დროს. ეს არის სავალდებულო კომპონენტი იმისთვის, რომ თუკი არსებობს რაიმე დაზიანებები მის სხეულზე, დროულად აღიწეროს ექიმის მხრიდან და ეცნობოს დაზიანებები შესაბამის საგამოძიებო სამსახურს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნაკისრი გვაქვს სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ რაიმე ტიპის გადაცდომა მოხდა პოლიციის მხრიდან, ექიმი ვალდებულია, თუკი ეს ინფორმაცია მიღო, დროულად აცნობოს საგამოძიებო ორგანოს და მას ექნება საშუალება, მიაწოდოს გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია, ოღონდ ამას აწარმოებდეს დამოუკიდებელი უწყება და არა შსს” – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცნობისთვის, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილის მიმართ, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა. ადვოკატი გიორგი მამნიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს. შეგახსენებთ, გიორგი მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
