“ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია” – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რითიც უკრაინის ქალაქ ტერნოპილზე თავდასხმას გამოეხმაურა.
“რუსეთის სასტიკმა დარტყმამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 93 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ წინასწარგანზრახული ტერორია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია 93 ადამიანი. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
