პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამა მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.
VT Sakartvelo News უკვე პირდაპირ ეთერშია – პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური.
პროგრამა გთავაზობთ სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას,” – წერია განცხადებაში.
