Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?

November 19, 2025
საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?

საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის? – სპეციალისტების თქმით, საკვები დანამატები მსოფლიოს მასშტაბითაც გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზები კონტროლდებოდეს და სახელმწიფო აკონტროლებდეს პირველადი წარმოებას.

“რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო რეპორტაჟით ირკვევა, რომ საქართველოში ხშირად ყიდიან კალმახს თვალშისაცემად ნარინჯისფერი ხორცით. ეს არ არის კალმახის ბუნებრივი ფერი და მიღწეულია თევზის პიგმენტირებული საკვებით.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული აღნიშნავს, რომ თევზის პიგმენტირებული საკვებით გამოკვება კვების ინდუსტიაში ჩვეულებრივ გამოიყენება, თუმცა მნიშვნელოვანია კაროდინოიდები ბუნებრივი წარმოშობის იყოს და გაკოტროლდეს, თუ რა დოზით მოხდა ამ შემთხვევაში თევზის გამოკვება.

ეს დიდი დარღვევა არ არის სურსათის უვნებლობის მხრივ, რადგან ეს ჩვეულებრივ გამოიყენება კვების ინდუსტრიაში, დაშვებულია ცხოველთა კვებაში. აქ მთავარი არის, რომ ეს რამდენად ბუნებრივი წარმოშობის არის და ხომ არ არის ხელოვნურად გამოყენებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დოზები, თუ რა დოზით მოხდა ამ შემთხვევაში, ამ თევზის გამოკვება, რომ მიეღო ეს ფერი.

ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი წარმოების კონტროლი საქართველოში და სწორედ პირველადი წარმოების კონტროლი გააკონტროლებს ესეთ ფაქტებს, რომ არ მოხდეს ესეთი სახით იმაზე მეტად გამოყენება ამ კაროდინოიდების, ვიდრე დაშვებულია,” – ამბობს ირაკლი არაბული.

სურსათის ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტი და საკონსულტაციო კომპანია “სერთიფუდის” თანადამფუძნებელი, ანდრია კალანდია აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევის დროს ადამიანის უფლებები ირღვევა, რადგან ისინი გაუფრთხილებლად ყიდულობენ შედარებით დაბალბიუჯეტიან პროდუქტს ძვირად.

იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელს უფრო იზიდავს ესეთი გამოკვეთილი შეფერილობის პროდუქტები, უფრო მარტივი ხდება ამ პროდუქტის რეალიზაცია. შესაბამისად, სამწუხაროდ, ბიზნესოპერატორის ძირითადი ინტერესი პროდუქტის რეაალიზაციაა და იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლის რესურსი არ არის იმ დონის და ისეთი სიძლიერის, ამ შემთხვევაში ვაძლევთ ბიზნესოპერატორს გზას იმისთვის, რომ სხვადასხვა კანონდარღვევა ჩაიდინოს, რაც პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ირღვევა მომხმარებლის უფლებები, როდესაც მომხმარებელს ჰგონია, რომ ყიდულობს ორაგულს და ამ დროს ყიდულობს შეფერილ კალმახს, ეს არის მომხმარებლის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა,” – აღნიშნა ანდრია კალანდიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
  • საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge