ქართული ოცნებისს აღიარება – ივანიშვილის პარტიაში დღეს პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი დასაჯეს. ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვერ აპატიეს პოლიტიკური განცხადებები და “ვივა მედიდან” რუსთავის ციხეში, სოციალურ ქსელში გააქტიურების გამო დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედიდან” რუსთავის ციხეში ისე გადაიყვანს, რომ არც ოჯახს და არც ადვოკატებს არაფერი უთხრეს, სააკაშვილთან შვილი იყო სანახავად შესული, ელოდნენ როდის დატოვებდა ის პალატას და ეტაპირება ამის შემდეგ დაიწყო. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი საკანში დაბრუნების გადაწყვეტილება, ივანიშვილმა პირადად მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა – მას იმაზე მეტი ბადრაგი დაჰყვება, ვიდრე სამი წლის წინ – სააკაშვილის მიმართ რომ ოცნებას შიშები აქვს, ამაზე საუბრობს ოჯახიც.
მესამე პრეზიდენტის დაფუძნებულ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებით ივანიშვილი დასავლეთს აშანტაჟებს. თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის თემა ივანიშივილს ახლა სავაჭროდ სჭირდება.
