“მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არშემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა”, – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
არქიმანდრიტის თქმით, გასაჩივრებასაც არ აქვს აზრი რადგან საჩივარი კვლავ იმ ადამიანების ხელში მოხვდება ვინც გადაწყვეტილება მიიღო.
“მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არშემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა.
მე რომ მათი საქციელი გავასაჩივრო ისევ დეკანოზ ანდრიას და მიქაელს უნდა მივმართო და როგრ ფიქრობთ ისინი თავიანთ თავს დასჯიან? ვის შევჩივლო სამართალი სად ვიპოვო.
მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი, თვითონ არიან პატიარქიც და სინოდიც და ცდილობენ ქრისტეც მიიტაცონ და ჩვენ გაგვაჩუმონ, რომლებიც ქრისტეს სამართალს ვუცხადებთ ერს.ხალხს რომ მივმართოთ, ხალხი დიდიხანია ჩამოაშორეს ეკლესიის მართვა გამგეობას ,სინოდი არ არის . დაგვრჩა მხოლოდ ერთი გზა, მივმართოთ ჩვეს ქრისტეს; უფალო გვშია და გვწყურია შენი სამართლიანობა, მოდი უფალო და გაფანტე შენი მტრები შენი ეკლესიიდან და შენი ერიდან . აღადგინე შენი სამართალი შენს ერში და ეკლესიაში , ნუ დაუთმობ ჩვენს თავს შენს მტრებს, რათა დავით წინასწარმეტყველის მზგავსად ჩვენც ვთქვათ : იმით მივხვდით უფალო, რომ შენ ჩვენთან ხარ , რამეთუ ჩვენმა მტრებმა ვერ გაიმარჯვეს ჩვენზე
ჰე უფალო მოდი”, – წერს არქიმანდრიტი.
