სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, “ოცნების” პროკურატურამ ბრალი მასაც წაუყენოს.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ შეიძლება ივანიშვილი იმაზეც წავიდეს, რომ ისიც დააპატიმროს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პასუხობს, რომ ისეთ სიტუაციაში, სადაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში ზიან არაფერია გამორიცხული.
“დღეს მიდის ჩახრჩობა პოლიტიკური პროცესის. არაფერი გამორიცხული არ არის, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები, პოლიტიკოსები ყველა [ციხეშია], რომ ესეც მოინდომონ [ჩემი დაკავება], არაფერი გამორიცხული არ არის და ვერაფერზე ვერ იტყვი, რომ გამორიცხულია, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რომ არაფერი ამათ ხელში გამორიცხული არ არის, მაგრამ ამას ნელ-ნელა ხვდება ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც არ არის აქტიური პროტესტის მონაწილე საზოგადოება…” – ამბობს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
