ქართველი ლექტორები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, საგანგებო შეხვედრას მართავენ, სადაც განიხილავენ, როგორ უნდა აარიდონ განათლების სისტემას ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული რეფორმით მოსალოდნელი შეზღუდვები.
პედაგოგები აცხადებენ, რომ მთავრობა ცდილობს, ჩაერიოს აკადემიურ თავისუფლებაში და უნივერსიტეტებს მუშაობის ფორმა უკარნახოს. მათ შეფასებით, ეს არის სერიოზული საფრთხე ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცისთვის, რადგან სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს, როგორ უნდა ასწავლონ და იმუშაონ ადამიანებმა, რომლებმაც ცხოვრება განათლების განვითარებას მიუძღვნეს.
ეს არის ძალიან უხეში ჩარევა, როცა მეუბნება კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებსაც განათლებასთან შეხება არ აქვთ და მათ უნდა გადაალაგონ მთელი ამ 19 უნივერსიტეტის პროგრამები. ეს დამანგრეველი შედეგებს მოიტანს განათლებაში და ახლა უცებ დასხდნენ ინფრასტრუქტურის, განათლების მინისტრები და ქალაქის მერი დაგადაწყვიტეს, ეს არ არის არავითარი განათლების რეფორმა, – ამბობენ პროფესორ-მასწავლებლები.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.
