ნიკოლოზ შურღაია 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მან ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
შსს სამოქალაქო აქტივისტს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
” ეს ორი კვირა რაღაც პატარა ფიქრის დრო მქონდა და მადლობელი ვარ ღმერთის რა თქმა უნდა, ეს ძალიან აინტერესო გამოცდილება იყო, შეიძლება განსაცდელიც დავარქვათ და შეიძლება საჩუქარიც დავარქვათ, რომ ასეთი გზის გავლით, პატარა ეტაპით, ყველა ადამიანი ახალ გამოცდილებას იძენს, ძლიერდება და ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივიღე, რომ ღმერთისგან ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ახალი რაღაცები მესწავლა, ახალი ძალიან კარგი ადამიანები გამეცნო.
კახა კვეკვესკირი დარჩა, კამერაში ჩემთან ერთად იყო და ძალიან ძვირფასი ადამიანი. 2 კვირაში ისე გავიცანი, რომ მგონია ბევრი წელია ვიცნობ. აქ არის ლუკა გოგია, შესანიშნავი ახალგაზრდა და ეს ძალიან ძვირფასია.
ბევრს ვფიქრობდი მამა დოროთეზე, გავიგე, რომ გარკვეული აკრძალვები დაედო და ჩემთვის არის მამა დოროთე უფლის ტაძარი და არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის შენობები, სადაც მამა დოროთე იქნება, იქ ვიქნები მეც და ჩემთვის დიდი ძალის მომცემია…
რა თქმა უნდა, რუსთაველზე დავბრუნდები ხვალვე… უბედურება არის, რომ გამოუცდელი ცხოვრებაში ადამიანები მართავენ ქვეყანას, უკან ერთი კაცი უზით და იმის თოჯინები არიან და ისეთ კანონებს იღებენ, ისე მართავენ ქვეყანას, რომ დაღუპვაა…
დეფაქტო ხელისუფლებავ იფიქრეთ იმ დროზე, როცა პასუხისმგებლობის დრო დადგება. ამ ქვეყნად თუ არ დადგება, იმქვეყნად დადგება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ დადგება და უფრო მალე დადგება, ვიდრე თქვენ გგონიათ,” – თქვა ნიკოლოზ შურღაიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
