Tuesday, December 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

November 4, 2025
პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

“ლოლო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშისთან, რომელშიც საქართველოს შესახებ კრიტიკული დასკვნებია მოცემული, დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ანგარიშში ნათლადაა აღწერილი ივანიშვილის ხელისუფლების ავტორიტარული სისტემა და მისი რეპრესიული ნაბიჯები.

ხაზარაძე ევროკავშირში პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესოს.

“ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში ეჭვს არ ტოვებს — ის მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას და მიზანმიმართულ ნაბიჯებს პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად.

„კომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად“.

ეს განცხადება ასახავს ბიძინა ივანიშვილის პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული არჩევანის მქონე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და მისწრაფებებს.

ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.

ევროკავშირმა და ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცენ ამას — დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესების გზით.

ჩვენი გზა ნათელია — საქართველოს მომავალი ევროპაშია, და არა რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩრდილქვეშ“, – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს EU-სთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა.

მასში საუბარია დემოკრატიის, მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და სამოქალაქო ცხოვრების სფეროებში არსებულ პრობლემებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა” – მიხეილ ყაველაშვილი
  • გიორგი ბარამიძეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge